ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ლითონით ვაჭრობის სფეროში, და თითოეული თანამშრომელი თავის საქმიანობაში აქსოვს თავის ცოდნასა და უნარს. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს კლიენტებს და გვიყვარს ჩვენი საქმე, ამიტომ ჩვენი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურეობა მაღალპროფესიონალურია. ჩვენს მომსახურეობის სიაში შედის:

პლაზმური ჭრა - არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ლითონის ლოკალური დნობა პლაზმური ნაკადის საშუალებით. მომსახურეობის გაწევა ხდება ჩვენს ყველა ფილიალში.

აირ-ჟანგბადით ჭრა ხორციელდება პორტალურ ჩარხებზე ციფრული პროგრამული მართვით და დაფუძნებულია ტექნიკურად სუფთა ჟანგბადის ნაკადში ლითონის წვის პროცესზე და მის შედეგად მიღებული წიდის ამ ნაკადით მოცილება.

ლითონის ნაგლინის დამუშავების ეს სახეობა არის მექანიკური. ლენტური ხერხის ჩარხით ჭრა ხორციელდება ლენტური ხერხის მეშვეობით, რომელიც გადაჭიმულია ორ შკივზე (ბორბალზე).

ლითონის ნაგლინის ფურცლების დაჭრა (დაჩეხვა) ხორციელდება 2,5 მეტრომდე სიგანით და სისქით (CT3 კლასის ფურცლებისათვის). .

ყველა საწყობში ხორციელდება აირ-ჟანგბადით ხელით დაჭრა ფურცლოვანი, მრგვალი და პროფილური ლითონის 2-დან 300 მმ-მდე სისქის და ნებისმიერი სიგანის..

ყველა საწყობში ხორციელდება საჭრელი ჩარხით მრგვალი და პროფილური ლითონის, მილების მოჭრა, რაც უზრუნველყოფს ნამზადი ნაწილების გლუვ კიდეებს.

ხორციელდება არმატურის გასწორება და ზომაზე დაჭრა, დამკვეთის სურვილით 0,6-დან 11,7 მ-მდე სიგრძის და სიგანის (ყველა საწყობში) ..

ფურცლოვანი ლითონის ღია დასტის შეფუთვა (ლენტით შემოჭერა) ხორციელდება დამკვეთამდე ლითონის გაუმჯობესებული ტრანსპორტირების მიზნით..

ჩვენს კომპანიას აქვს გამცრავ-გამწოვი ფურცლის სხვადასხვა, ყველაზე გასავალიანი მარკის საკუთარი წარმოება.